ნურიგელის ტბაში თევზაობა დროებით აიკრძალა

საქართველო, თბილისი - 16:22 | 14.06.2016
ნანახია: 1971

ნურიგელის ტბაში ციანობაქტერიის დონე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ საზოგადოება უკვე ინფორმირებულია. განცხადება ამის შესახებ დღეს, 6 მაისის პარკში ა(ა)იპ ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე თევზაძემ გააკეთა. უკვე გაფრთხილებულია მეთევზეებიც, რომლებიც თევზს ნურიგელის ტბაში იჭერენ. ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ტბაში დაჭერილი თევზის მიღება ჯანმრთელობისთვის საშიში იქნება.
ტბიდან აღებული მასალა გამოსაკვლევად უკვე გადაგზავნილია აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში. კვლევის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე