iPhone 7 შესაძლოა ლურჯი შეფერილობითაც გამოჩნდეს

საქართველო, თბილისი - 11:00 | 14.06.2016
ნანახია: 1348

იაპონური ინტერნეტგამოცემა Macotakara iPhone 7-ს შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, „ჩაკბეჩილი ვაშლის“ ახალი სმარტფონი ბაზარზე ლურჯი შეფერილობითაც გამოჩნდება.

უფრო კონკრეტულად Apple „ნაცრისფერ სივრცეზე“ უარს ამბობს და მის ნაცვლად უპირატესობას ლურჯ ფერს ანიჭებს.

ანალიტიკოსებს უკვირთ, Apple-ის სავარაუდო გადაწყვეტილება, რადგანაც ის აზიაში, მამაკაცებში „ნაცრისფერი სივრცე“ საკმაოდ დიდი პოპულარულობით სარგებლობდა.

ინსაიდერების ინფორმაციით, ახალი შეფერილობა მიიღებს სახელწოდებას - Deep Blue.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე