საქართველოს სარეკლამო ბაზარის გამოწვევებზე სპეციალურ კონფერენციაზე იმსჯელებენ

საქართველო, თბილისი - 12:51 | 13.06.2016
ნანახია: 1159

საქართველოს სარეკლამო ბაზარის გამოწვევებზე სპეციალურ კონფერენციაზე იმსჯელებენ. 14 ივნისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ორგანიზებით კონფერენცია:  „საქართველოს სარეკლამო ბაზარი: ცვლილებები და გამოწვევები”, გაიმართება.

კონფერენციზე წარმოდგენილი იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს,” „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და „მედიის განვითარების ფონდის” კვლევები.

ორგანიზაციების წარმომადგენლები შეაფასებენ სარეკლამო ბაზარზე არსებულ ვითარებას, ისაუბრებენ სატელევიზიო რეიტინგების მზომავი კომპანიების აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე და წარმოადგენენ მონაცემებს რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო რესურსების განაწილების პრაქტიკაზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე