ხარკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენები განახლდება

საქართველო, თბილისი - 11:49 | 07.10.2015
ნანახია: 1897

18 დეკემბერს დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები“ კიევი-ხარკოვი-კიევის მიმართულებით პირველ ავიარეისს შეასრულებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა. 18 დეკემბრიდან მგზავრებს ქუთაისი-ხარკოვის ავიარეისით სარგებლობა კვირაში ორჯერ- ოთხშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.

ავიაბილეთის საფასური ორი გზა 146 ევროდან იწყება და მისი შეძენა მსურველებს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ ვებ-გვერდზე (www.flyuia.com) შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ ხარკოვის მიმართულებით 2013-2014 წლებში ავიარეისებს ავიაკომპანია ვიზეარ უკრაინა ახორციელებდა და ამ პერიოდში აღნიშნულ მარშრუტზე 34 813 მგზავრი იქნა გადაყვანილი.. რეისების შეწყვეტა გამოწვეულ იქნა ავიაკომპანია ვიზეარ უკრაინის გაუქმებამ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე