CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
საქართველო, თბილისი - 11:52 | 26.11.2024 ნანახია: 5472
„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ყველაზე გაყიდვად მოდელებზე მომხმარებელს სპეციალურ ფასდაკლებებს სთავაზობს. Black fridy-ს ფარგლებში, 25-დან 30 ნოემბრამდე MAZDA CX60-ის შეძენა 39 000$-დან არის შესაძლებელი, ხოლო Mazda CX90-ის - 40 500$-დან. ორივე მოდელი პრემიუმ კლასისაა, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და Miled Hybrid-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილები მუშაობს ბენზინის ძრავაზე, რომელსაც ეხმარება ელექტროგენერატორი. აღნიშნული მექანიზმი უზრუნველყოფს წვის შემცირებას, უკეთეს აჩქარებასა და მაქსიმალურად ნაკლებ ხმაურს. გარდა ამისა, ბევრად ნაკლებია გამონაბოლქვის დონეც.
ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „MAZDA-ს ყველაზე გაყიდვად მოდელებზე უპრეცედენტო შეთავაზება მოქმედებს. აქციის მიზანია, მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ ჩვენი გამორჩეული მოდელები. CX60 აღჭურვილია 3.3-იანი უნიკალური Miled Hybrid ძრავით, 285 ცხენის ძალით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელი, რომელიც აერთიანებს კომფორტისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებს. რაც შეეხება CX90-ს, წარმოდგენილია 3.3-იანი ძრავით, 345 ცხენის ძალით. ეს არის ყველაზე ძლიერი ძრავა, რომელიც MAZDA-ს დღემდე შეუქმნია. ავტომობილი არის სამრიგიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ იდეალურია თავგადასავლების მოყვარულებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ამ განსაკუთრებული მოდელების შეძენა ჩვენს მომხმარებლებს ახლა უკვე სპეციალურ ფასად შეუძლიათ. „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მზადაა, ახალ, მულტიბრენდულ შოურუმში უმასპინძლოს ავტომობილის მოყვარულებს“.

Mazda CX90 არის SUV ავტომობილი, დახვეწილი დიზაინით. აღჭურვილია უახლესი i-Activsense სისტემითა და lane-control assistant-ით. Blind-spot Monitoring-ის (ბრმა კუთხის მონიტორინგის) საშუალებით უზრუნველყოფს მძღოლის თავდაჯერებულ და უსაფრთხო გადაადგილებას. ის შექმნილია უსაფრთხო მგზავრობისთვის. Smart Brake Support სისტემა იცავს ავტომობილს ყოველგვარი გაუთვალისწინებელი საფრთხისგან და უზრუნველყოფს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ავტომობილის მონიტორინგსაც.
გარდა ამისა, ავტომობილს აქვს Apple Car Play და Android Auto-ს მხარდაჭერა, Head Up Display და 360 კამერა. MAZDA CX90-ში გადაადგილების სამი განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს: Sport, Comfort და Off Road. მოდელი აკმაყოფილებს პრემიუმ ბიზნესკლასის სტანდარტებს და, ამავდროულად, იდეალურია საოჯახო მოგზაურობისთვისაც.
პრემიუმ კლასს განეკუთვნება CX60-ც, რაც გამოიხატება ინტერიერისა და ექსტერიერის სხვადასხვა დეტალში, მძღოლსა და მგზავრებზე ორიენტირებულ მოწინავე ტექნოლოგიებში, უსაფრთხოების სისტემებსა და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებში.
Miled Hybrid ვერსიაში პირველად ვხვდებით ახალ 3.3 ექვსცილინდრიან ძრავას. ასევე პირველად Mazda-ს ისტორიაში, ქროსოვერზე, AWD სისტემაში, ამძრავი და ძირითადი ძალის მიმცემი უკანა თვლებია. სიმძლავრის დარჩენილი ნაწილი ნაწილდება წინა თვლებზე, რაც განაპირობებს სიმძიმის ოპტიმალურ გადანაწილებას ხიდებს შორის.
Mazda CX60-ის კიდევ ერთი უპირატესობაა სახის ამოცნობის ინოვაციური სისტემა, რომელიც ავტომობილის სალონშია დამონტაჟებული. ის ავტომატურად იღებს დამახსოვრებულ კონფიგურაციას მძღოლის ამოცნობისთანავე. მუშაობის შეწყვეტისას კი ავტომატურად გასწევს სავარძელს უკან, რათა მძღოლს მანქანიდან გადმოსვლა გაუადვილოს.
საქართველოს ბაზარზე, Mazda CX60-ის Miled Hybrid და ბენზინის (skyctive) მოდელებია წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ფასდაკლება მოქმედებს Miled Hybrid მოდელებზე.
--
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.
პოლიტიკა
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
- ტრამპის წერილის შემდეგ, შეიძლება, ოპოზიციას ძილი გაუქრა, მაგრამ ფაქტია, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება, ურთიერთობების გადატვირთვაზე ორივე მხარეს პოზიტიური დამოკიდებულება აქვს გამოხატული - ლევან მახაშვილი
- როგორ წარმოგიდგენიათ, ჟორჟოლიანის შექმნილი გმირი მართლა გმირი იქნება? გმირების ქვეყანაში თუ მან უნდა შექმნას გმირები, კარგად ყოფილა საქმე - თენგიზ შარმანაშვილი
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი მიხვდა, რომ ომის შეჩერება სწორედ რუსეთს არ სურს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- ირანი ძალიან, ძალიან სერიოზულად დაზიანდა, მათ სამხედრო თვალსაზრისით თითქმის ყველაფერი დაკარგეს - დონალდ ტრამპი
- აშშ-მა ირანზე ხუთსაათიანი იერიშების სერია დაასრულა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა
- ევროკავშირის საბჭომ უნგრეთისთვის აღდგენისა და მდგრადობის ახალი გეგმა დაამტკიცა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ გეზის ფილიალში JCB-ს სააკრედიტაციო ტრენინგს უმასპინძლა
- „ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა
- „Geely - შენი სპონტანური მოგონებებისთვის“ - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ საზაფხულო კამპანია დაიწყო
- უმსხვილესი მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა რეგიონში - „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















