მოლაპარაკებების ჩაშლაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას - საფრანგეთის მინისტრი ევროპის საკითხებში

საქართველო, თბილისი - 03:16 | 01.12.2024
ნანახია: 1937

"ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების ჩაშლაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას, - წერს X-ზე ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი.

"ევროპელ პარტნიორებთან ერთად, საფრანგეთი გააგრძელებს მჭიდრო კავშირების შენარჩუნებას საქართველოს მოსახლეობასთან და მხარს უჭერს მის ევროპულ მისწრაფებებს.

ფუნდამენტური თავისუფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს დაცული. აქციის მონაწილეების რეპრესიები უნდა შეწყდეს".
 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე