ამ ძალმომრეობის და გაყალბებული არჩევნების მიუხედავად, იქნება ახალი არჩევნები! - პრეზიდენტი

საქართველო, თბილისი - 02:10 | 30.11.2024
ნანახია: 913

ამ ძალმომრეობის და გაყალბებული არჩევნების მიუხედავად, იქნება ახალი არჩევნები! - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ყოვლად მიუღებელია ის, რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება: მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, დევნა, დაკავება, დაკავებულების მიმართ სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, მედიაზე მიზანმიმართული თავდასხმები.

ამ ძალმომრეობის მიუხედავად, ქვეყანაში გაყალბებული არჩევნების შემდეგ, იქნება ახალი არჩევნები!", - აცხადებს პრეზიდენტი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე