”ისლამურმა სახელმწიფომ” მტრად მსოფლიოს 60 ქვეყანა დაასახელა

საქართველო, თბილისი - 14:29 | 26.11.2015
ნანახია: 1688

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ”ისლამურმა სახელმწიფომ” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მებრძოლები დიდი ბრიტანეთს ემუქრებიან, რადგან როგორც ტერორისტები ამბობენ, ის ”ეშმაკისეული კოალიციის” ნაწილს წარმოადგენს.

კლიპში ასევე ნაჩვენებია 60 ქვეყნის დროშა, რომლებიც ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში არიან ჩართულნი. მათ შორის დასახელებულნი არიან რუსეთი, ირანი, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, კანადა, საფრანგეთი, ავსტრალია. თუმცა ვიდეორგოლში ფიგურირებენ ის ქვეყნებიც, რომლებიც ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში არ მონაწილეობენ - მაგალითად: უკრაინა, ,მექსიკა, მალტა, ფინეთი, შვედეთი, მოლდოვა, ბოსნია, შვეიცარია.

მებრძოლები აშშ-საც მიმართავენ და მოუწოდებენ აღიაროს რომ ავთანეთსა და ერაყში წარმოებულმა ომებმა მისი არმია დაასუსტა.

ვიდეო ინტერნეტსივრცეში ოთხ ენაზე გავრცელდა - ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ და თურქულ ენებზე.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე