ობამამ ინდაურები შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 14:41 | 26.11.2015
ნანახია: 1727

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, მადლიერების დღესასწაულთან დაკავშირებით, ორი ინდაური შეიწყალა.

ცერემონია, ტრადიციულად, თეთრი სახლის ეზოში, პრეზიდენტის საგანგებო მიმართვის შემდეგ გაიმართა. მას ობამას ქალიშვილებიც ესწრებოდნენ. წელს ბარაკ ობამამ ორი ინდაური შეიწყალა, რომლებსაც ქალაქ ლიზბურგის ისტორიულ ფერმაში გაგზავნიან.

დღესასწაულთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებში უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის ყველაზე მასშტაბური ნიუ-იორკის აღლუმი იქნება. ყველა ღონისძიება გაძლიერებული უსაფრთხოების ფონზე ჩაივლის.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე