აშშ სირიაში საზენიტო-სარაკეტო სისტემა ს-400-ის გადასროლას უსარგებლოდ მიიჩნევს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 26.11.2015
ნანახია: 1736

რუსეთის მიერ სირიაში გადასროლილი საზენიტო-სარაკეტო სისტემა ს-400 სიტუაციას გაართულებს და ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლას ხელს ვერ შეუწყობს. ამის შესახებ რუსეთში აშშ-ის სალჩოში განაცხადეს.

”ამ სისტემების გადასროლა კიდევ უფრო გაართულებს ისედაც რთულ ვითარებას სირიაში და ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს ”ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას, რადგან მას არ აქვს ავიაცია”, - განუცხადა ”ინტერფაქსს” აშშ-ის საელჩოს პრეს-ატაშემ უილ სტივენსმა.

”თუ კი რუსეთი მართლაც გადაისვრის ამ სისტემა, მოლოდინი გვექნება, რომ ფრენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში იმოქმედებს და ეს სისტემა მიმართული არ იქნება საერთაშორისო კოალიციის თვითმფრინავების წინააღმდეგ”, - აღნიშნა დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმა.

როგორც გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, ავიაბაზის ”ჰმეიმიმის” ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა, სადაც რუსული ავიაციაა ბაზირებული, უახლოეს ხანებში საზენიტო-სარაკეტო სისტემა ს-400-ით გაძლიერდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე