15 დეკემბერს დაგეგმილი რუსეთ-თურქეთის სამიტი აღარ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 13:45 | 26.11.2015
ნანახია: 1638

15 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში დაგეგმილი რუსეთ-თურქეთის სამიტი აღარ გაიმართება. ამის შესახებ ”კომერსანტი” კომპეტენტურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. როგორც გამოცემა წერს, ქვეყნებს არ აქვთ არც სუ-24-თან და არც საერთოდ სირიაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებული ერთიანი ხედვა. შექმნილი ვითარება კი უახლოეს ხანში მოლაპარაკებების ეფექტიანი გამართვის შესაძლებლობას არ იძლევა. 15 დეკემბრის შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი და რეჯებ ტაიპ ერდოღანი ანტალიაში 15-16 ნოემბრის G20-ის სამიტზე შეთანხმდნენ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე