რუსული ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:42 | 26.11.2015
ნანახია: 1665

კრასნოიარსკში რუსული ვერტმფრენის მი-8-ს ჩამოვარდნის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. დაშავებულია 10 ადამიანი.

დაღუპულთა შორის ეკიპაჟის სამი წევრია, 12 კი მგზავრი. მომხადრთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

ბოლო მონაცემებით, ბორტზე ეკიპაჟის ოთხი წევრი და 22 მგზავრი იმყოფებოდა.

რუსული მედიის ცნობით, საწვავის სიმცირის გამო ვერტმფრენმა ნორმალური დაშვება ვერ განახორციელა. ავარიის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე