საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის სახელმწიფომ თბილისში უფასოდ ფართი გადასცა

საქართველო, თბილისი - 17:39 | 25.11.2015
ნანახია: 1561

საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის სახელმწიფომ თბილისში უფასოდ ფართი გადასცა. მთავრობის №2383 განკარგულების თანახმად, ფართი საქართველოს მეფუტკრეთა კავშირმა უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით მიიღო, რომლის ვადაც მაქსიმუმ 5 წლით განისაზღვრა. უფასოდ გადაცემული, უძრავო ქონება მოიცავს მიწის ნაკვეთს, შენობის პირველ სართულს და სარდაფს.

კავშირისთვის გადაცემული 6682 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობი, თბილისში, თამარაშვილის ქუჩა №15ა-ში მდებარეობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე