ისრაელში დასვენება გაიაფდება

საქართველო, თბილისი - 18:30 | 24.11.2015
ნანახია: 1627

ისრაელში დასვენება გაიაფდება. ისრაელის მთავრობა პირობას დებს, რომ ისრაელში დასვენება 20 %-ით გაიაფდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.

ისრაელის ტურიზმისა და ფინანსთა სამინისტროებმა შეიმუშავეს სპეციალური გეგმა, რაც ქვეყანაში 5 წლის განმავლობაში დასვენებას 20%-ით გააიაფებს.

ტურიზმის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამა 10 წელზეა გათვლილი და ის სასტუმროების მშენებლობის ჩქარი ტემპით მშენებლობას, სასტუმრო ნომრების ზრდას და ტურისტულ ბაზარზე კონკურენციის ზრდას ითვალისწინებს. მთავრობა ვარაუდობს, რომ 5 წლის განმავლობაში 15000 სასტუმრო ნომერი გაჩნდება, ხოლო 10 წლის განმავლობაში კი -27 000 სასტუმრო ნომერი. კონკურენციის ზრდის ფონზე კი ფასები 20%-ით გაიაფდება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე