ვენესუელა მსოფლიოს 25 დოლარიანი ნავთობით აშინებს

საქართველო, თბილისი - 16:25 | 24.11.2015
ნანახია: 1450

ნავთობის ფასი შესაძლოა 25 დოლარამდე ჩამოვიდეს, თუ კი ოპეკის წევრი სახელმწიფოები  ბაზრის სტაბილიზაციისთვის გეგმას დროულად არ შეიმუშავებენ. აღნიშნულის შესახებ განცხადება ვენესუელას ნავთობის მინისტრმა ეულოხიო დელ პინომ გააკეთა.

ვენესუამ ოპეკის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ გაატარონ რიგი ღონისძიებები, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ნავთობის ღირებულება ბარელზე 88 დოლარამდე გაიზარდოს. მინისტრის თქმით, სწორედ აღნიშნული ფასია საკმარისი, რათა მწარმოებლებმა არსებული ხარჯები დაფარონ და ასევე იფიქრონ შემდგომ განვითარებაზე. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე