დიმიტრი ქუმსიშვილმა საზღვაო მიმართულებით მალტასთან ურთიერთობის საკითხები განიხილა

საქართველო, თბილისი - 13:48 | 24.11.2015
ნანახია: 1654

ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიის ფარგლებში  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა  პირისპირ შეხვედრა გამართა მალტის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ჯო  მიცისთან. შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს საზღვაო მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების საკითხები - მალტის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ამ საკითხთან მიმართებაში პოზიტიური პოზიცია დააფიქსირა.  შეხვედრამ მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა, ყურადღება გამახვილდა საზღვაო სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე.

„მნიშვნელოვანია ჩვენი მეზღვაურების დასაქმება - ყველა ის სახელმწიფოები, რომლებსაც ჩვენ შევხვდებით,  მნიშვნელოვანი დამსაქმებლები არიან“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე