დიმიტრი ქუმსიშვილი საბერძნეთის ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 24.11.2015
ნანახია: 1623

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 29-ე სესიას დაესწრო.

ასამბლეის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი   საბერძნეთის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ნაოსნობისა და ტურიზმის სამინისტროს გენერალურ მდივანს, იოანის თეოტოკას შეხვდა. საუბარი შეეხო თანამშრომლობას საზღვაო სფეროში და ქართველი მეზღვაურების საბერძნეთის დროშის ქვეშ მომუშავე გემებზე დასაქმებას. „ჩვენ ვაცნობეთ აღნიშნულ ქვეყანას იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში   საზღვაო მიმართულებით განხორციელდა“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე