დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 23 %-ით შემცირდა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 24.11.2015
ნანახია: 1503

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში 2261 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2014 წლის იანვარ-ოქტომბერთან შედარებით 23 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 703 მლნ. აშშ დოლარი (44 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1559 მლნ. აშშ დოლარი იყო (8 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 28 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 38 პროცენტი და იმპორტში 25 პროცენტი (2014 წლის იანვაროქტომბერში შესაბამისად 31, 52 და 24 პროცენტი). 2015 წლის იანვარ-ოქტომბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 19 პროცენტი (2014 წლის იანვარ-ოქტომბერში 9 პროცენტი).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე