მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრების აუდიოჩანაწერი საპროკურორო საბჭოს საიტზე პროაქტიულად გამოქვეყნდა
საქართველო, თბილისი - 15:12 | 21.11.2015 ნანახია: 1645მიუხედავად იმისა, რომ „საპროკურორო საბჭოს დებულებით“ დადგენილი წესით არცერთ არასამთავრობო ორგანიზაციას მთავარი პროკურორობის კანდიდატებთან საპროკურორო საბჭოს გასაუბრების აუდიოჩანაწერები არ გამოუთხოვია, რისი უფლებაც მათ ჰქონდათ და იუსტიციის მინისტრის მიერ საჯაროდ განემარტათ კიდეც კენჭისყრის დღეს, იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გასაუბრების აუდიოჩანაწერები პროაქტიულად გამოქვეყნდა გუშინ, 20 ნოემბერს, და საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა. კანდიდატებს ეცნობათ საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე გასაუბრების ჩანაწერების განთავსების შესახებ.
ვლადიმერ გაბრიჩიძის, ნანა რევაზიშვილისა და ირაკლი შოთაძის გასაუბრება საპროკურორო საბჭოს წევრებთან 19 ნოემბერს შედგა. მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საბჭოს წევრებს მთავარი პროკურორობის კანდიდატები წარუდგინა, საბჭოს წევრები თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად გაესაუბრნენ. გასაუბრებების დასრულების შემდეგ კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. მას დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური და საექსპერტო წრეები, ასევე, მედიის წარმომადგენლები. გამარჯვებულ კანდიდატად ირაკლი შოთაძე დასახელდა. მან 13 დადებითი და 1 უარყოფითი ხმა მიიღო; მეორე კანდიდატმა ვლადიმერ გაბრიჩიძემ 12 უარყოფითი ხმა მიიღო და არცერთი დადებითი; მესამე კანდიდატ ნანა რევაზიშვილს მხოლოდ 1-მა წევრმა მისცა დადებითი ხმა, ხოლო 12-მა წევრმა − უარყოფითი.
მთავარი პროკურორობის კანდიდატთა არჩევნები საქართველოში პირველად ჩატარდა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან. დასახელებულ კანდიდატებთან თეა წულუკიანმა გაცნობითი შეხვედრები გამართა და სამი კანდიდატურა დაასახელა, რომელთაგან თითოეულის რეკომენდატორები არასამთავრობო ორგანიზაციები ან/და აკადემიური წრეები იყვნენ. იუსტიციის მინისტრის მიერ თითოეული კანდიდატის წარდგინება კანონის შესაბამისად დასაბუთდა.
მთავარი პროკურორობის კანდიდატის წარდგენისა და არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების, საპროკურორო საბჭოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ჩართულობა პროკურატურის რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ღია და გამჭვირვალე იყოს ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო თანამდებობის პირის შერჩევა, როგორიც მთავარი პროკურორია, და მისი დანიშვნა-გათავისუფლება ერთ პირზე ან ორგანოზე არ იყოს დამოკიდებული. შერჩევის ასეთი პროცედურა უზრუნველყოფს კანდიდატთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მთავარი პროკურორის მიმართ საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობის არსებობას.
პოლიტიკა
- საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის შემდეგ გავიმეორებ, რომ "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - ჯო უილსონი
- მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი
- რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაითიშა, პრეზიდენტი მიმართვას ხვალ, სასახლიდან გაავრცელებს
- ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში - მართა კოსი
საზოგადოება
- კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის დაკავებას აპროტესტებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება" | "მედიის თავისუფლების კოალიცია"
- ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას! - PSP ჯგუფი
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
სამართალი
- "ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - საგამოძიებო
- თავისუფლების მოედანზე ზურაბ დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაკაავეს
- საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
- მანქანები, რომლებსაც წყალი დააცლევინეს, ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ - შსს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს