დიმიტრი ქუმსიშვილი ლონდონში მსხვილი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 14:23 | 21.11.2015
ნანახია: 1515

საქართველოს ეკონომიკის საინვესტიციო შესაძლებლობები და მიმდინარე რეფორმები იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მსხვილი საინვესტიციო ფონდების ხელმძღვანელებთან შეხვედრის მთავარი საკითხი.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიტანელ ინვესტორებს ვრცლად გააცნო ის რეფორმები, რომელსაც საქართველოს მთავრობა 2013 წლიდან ახორციელებს. მან ასევე ისაუბრა სამთავრობო პროგრამებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოში ბიზნესის განვითარებისკენ. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა დიდი ინტერესით მოისმინეს საინვესტიციო მიმოხილვა  ქვეყნის ცალკეულ სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

ვრცელი პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პასუხი გასცა მოწვეული სტუმრების შეკითხვებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე