ფუნიკულიორზე ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველო, თბილისი - 11:07 | 21.11.2015
ნანახია: 1536

ფუნიკულიორზე ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ცერემონიალს ტურიზმის სფეროს, მათ შორის სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და ტურ-ოპერატორები დაესწრნენ. ღონისძიებაზე 300-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული. 21 ნომინაციაში ჟიურის წევრებმა   სხვადასხვა კომპანიები გამოავლინეს.  ღონისძიების მიზანი ტურიზმის ინდუსტრიის ხელშეწყობაა. დაჯილდოების ცერემონია ყოველწელიწადს გაიმართება.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

„მოხარული ვარ,  რომ ვესწრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელით რა თქმა უნდა მხარს ვუჭერთ საქართველოს პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონიას ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში! ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია მზარდია და ზოგადად ტურიზმის მიმართულება ჩვენი ეკონომიკის ერთერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს„ განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე