აჭარაში შესაძლოა ბელორუსული ინვესტიციები განხორციელდეს

საქართველო, თბილისი - 17:13 | 20.11.2015
ნანახია: 1530

აჭარაში შესაძლოა ბელორუსული ინვესტიციები განხორციელდეს. როგორც მინსკში გამართულ „მინსკი-ბათუმის“ ბიზნესფორუმზე, ბელორუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსიმ განაცხადა, მათი მთავრობის ამოცანაა, რომ დაფუძნდეს ერთობლივი საწარმოები და რათა შეიქმნას შესაბამისი გარემო და შესაძლებლობები ერთი ქვეყნიდან მეორეში საქონლისა და მომსახურების გასატანად.

„თანამშრომლობის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ კონტრაქტი ბელორუსში აჭარის თამბაქოს გატანის შესახებ. აჭარაში თამბაქოს ოდენობა დიდი არ არის, მაგრამ ჩვენ ეს გვაწყობს და კონტრაქტი გაფორმებულია. მოდით შემდგომაც განვავითაროთ ურთიერთობები, თქვენი თამბაქო და ჩვენი სიგარეტი გავყიდოთ ერთად“, განაცხადა რუსიმ ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებელია აჭარის რეგიონთან თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებითაც.

ბელორუსის ვიცე-პრემიერიო დარწმუნებულია, რომ აჭარასა და ბელორუსს აქვთ იმის პოტენციალი, რომ მათმა ტვირთბრუნვამ 200 მლნ დოლარს მიაღწიოს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე