დიმიტრი ქუმსიშვილი„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების ცერემონიას დაესწრო
საქართველო, თბილისი - 16:10 | 20.11.2015 ნანახია: 1544
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა. 20 ნოემბერს თბილისის დროით 12.00 საათზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების პრემიუმ ლისტინგში განთავსებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ნიხილ რათჰიმ.
დიმიტრი ქუმსიშვილმა სპეციალურ წიგნში სამსახსოვრო ჩანაწერი გააკეთა, მან „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფს“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მათი აქციების წარმატებით განთავსება მიულოცა. მინისტრის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება იმ ფონზე, როდესაც მთელ მსოფლიოში რთული ეკონომიკური ვითარებაა: „ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველომ, როგორც ქვეყანამ და აღნიშნულმა კომპანიამ მოიპოვა ის მნიშვნელოვანი ნდობა, რომელიც აუცილებელია უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა მათ თავიანთი ფული ჩადონ ჩვენ ქვეყანაში.“
ამასთან, როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, „ეს მნიშვნელოვანი დღეა მთელი საქართველოსთვის, 100 მილიონი დოლარის მოზიდვა გახდა შესაძლებელი პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებში. ამის შედეგად ჩვენ მიივიღებთ დამატებით 2 200 სამუშაო ადგილს. გვექნება ახალი სერვისები, 2 ახალი დიდი საავადმყოფო და რეგიონებში 30-ზე მეტი ამბულატორიული დაწესებულება, რომლებიც ახალ სერვისებს შესთავაზებენ ჩვენს მოსახლეობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ლონდონის საფონდო ბირჟის ხელმძღვანელობა ჩვენს გვერდით იყო და ჩვენთან ერთად ზეიმობდა ამ დიდ სიხარულს. მათაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების მოზიდვა არის შესაძლებელი, დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ძალიან დიდი საინვესტიციო პოტენციალია. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით მოვიზიდოთ თანხები. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი დანარჩენი ინვესტორებისთვის, რათა უფრო მეტად განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულება.“
ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში მოსახვედრად „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ გამჭვირვალობისა და კორპორაციული მართვის უმაღლესი სტანდარტები დააკმაყოფილა. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციები მსოფლიოში ცნობილი ჰოსპიტალური ბრენდების: NMC Health, Al Noor Hospitals, Spire Healthcare-ის გვერდით განთავსდა.
„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები განათავსა. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ და სადაზღვევო კომპანია „იმედი L-ს“ მართავს და ქვეყანაში სამედიცინო დაზღვევისა და ჯანდაცვის სერვისების ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებით 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა.
დღესვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიდი ბრიტანეთის ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაციას გამართავს, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს.
პოლიტიკა
- საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის შემდეგ გავიმეორებ, რომ "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - ჯო უილსონი
- მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი
- რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაითიშა, პრეზიდენტი მიმართვას ხვალ, სასახლიდან გაავრცელებს
- ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში - მართა კოსი
საზოგადოება
- კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის დაკავებას აპროტესტებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება" | "მედიის თავისუფლების კოალიცია"
- ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას! - PSP ჯგუფი
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
სამართალი
- "ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - საგამოძიებო
- თავისუფლების მოედანზე ზურაბ დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაკაავეს
- საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
- მანქანები, რომლებსაც წყალი დააცლევინეს, ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ - შსს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს