ბათუმში შესაძლოა მინსკში წარმოებული გაზის ძრავიანი ავტობუსები გამოჩნდეს

საქართველო, თბილისი - 15:39 | 20.11.2015
ნანახია: 1566

ბათუმში შესაძლოა მინსკში წარმოებული გაზის ძრავიანი ავტობუსები გამოჩნდეს. ბელორუსის პრემიერ-მინისტრმა ანდრეა კობიაკოვამ აჭარის მთავრობის მეთაურთან არჩილ ხაბაძესთან შეხვედრისას ყურადღება მინსკის საავტომობილო ქარხნის მიერ გაზის ძრავზე მომუშავე ავტობუსების წარმოებაზე გაამხვილა და განაცხადა, რომ მსგავსი სატრანსპორტო საშუალებები ტურისტული ზონებისთვის მეტად აქტუალურია.

ბელორუსის პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე აღინიშნა, რომ სამომავლოდ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც ბელორუსის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, აჭარა ტურიზმის განვითარებას დიდი მნიშვნელობას ანიჭებს, ამიტომ ბელორუსმა მზადყოფნა გამოთქვა რეგიონს სამგზავრო, კომუნალური და გზის მშენებელი ტექნიკა მიაწოდოს. პრემიერ-მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, მნიშვნელოვანი იქნება თუ ბელორუსი და აჭარა სამშენებლო სექტორშიც ითანამშრომლებენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საქართველოსა და ბელორუსს შორის სავაჭრო ბრუნვამ 64 მლნ დოლარუი შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე