მალიში ტერორისტებმა რამდენიმე მძევალი ყურანის ციტირების შემდეგ გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 14:44 | 20.11.2015
ნანახია: 2105

მალიში სასტუმროზე თავდასხმის შესახებ პრესაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცლდება. ტერორისტებმა, რომლებმაც მალის დედაქალაქში სასტუმრო Radisson-ში 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს, რამდენიმე მათგანი გაათვისუფლეს. Reuters-ი ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ისლამისტებმა ის პირები გაათავისუფლეს, ვინც ყურანის ციტირება შეძლო. მომხდართან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. მედია დაღუპულთა შესახებაც წერს. თვითმხილველთა განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან დაჭრილები სასწრაფო დახმარების მანქანებით გაჰყავთ. პრესის ინფორმაციით, ამ დროისთვის 6 ადამიანია დაღუპული.

ტერორისტები სასტუმროში ”ალაჰ აკბარის” ყვირილით შეიჭრნენ. ამ დროისთვის შენობიდან სროლის ხმა ისმის. სასტუმრო სპეცრაზმელების ალყაშია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე