იტალიაში მაფიის ბოსები დააკავეს

საქართველო, თბილისი - 14:14 | 20.11.2015
ნანახია: 1680

იტალიიის სპცესამსახურებმა ”კოზა ნოსტრას” ექვსი მეთაური დააკავეს, რომლებიც იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის ანჯელინო ალფანოს მკვლელობას გეგმავდნენ.

საუბარია მასშტაბურ სპეცოპეარციაზე, რომლის შედეგადაც ”კოზა ნოსტრას” ერთ-ერთ ყველაზე საშიში კლანი ქალაქ კორლეონედან ბოსის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი ჟურნალისტების თქმით, ოპერაციის დროს დააპატიმრეს მაფიის ექვსი ბოსი, მათ შორის განგსტერული სინდიკატის ერთ-ერთი ქარიზმატული ლიდერი როზარიო ლო ბუე. ოპერაციის დეტალები მოგვიანებით გახმაურდება, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, პოლიციამ სიცილიურ მაფიას სერიოზული დარტმა მიაყენა.
კერძოდ, ცნობილი გახდა, რომ კარაბინერებმა მაფიის ხელმძღვანელების საუბრები მოისმინეს, სიადანაც შეიტყვეს, რომ ”კოზა ნოსტრა” სიცილიელი პოლიტიკოსის, შინაგან საქმეთა მინისტრის ალფანოს მოკვლას აპირებდა. მინისტრმა ”კოზა ნოსტრას” განაჩენი ციხეებში მაფიის ბოსებისთვის განსაკუთრებული პირობების გამკაცრებისთვის დაიმსახურა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე