2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურება ექსპორტის მიმართ 14.7%-ს უტოლდება

საქართველო, თბილისი - 15:47 | 20.11.2015
ნანახია: 1499

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურება ექსპორტის მიმართ 14.7%-ს უტოლდება, რაც არ აღემატება სსფ-ის მიერ ამ მაჩვენებლისთვის დადგენილ 25%-იან მდგრადობის ზღვარს.

2009-14 წლებში წლიურმა მაჩვენებელმა მდგრადობის ზღვარს მხოლოდ ერთხელ 2009 წელს გადააჭარბა (2.1% პუნქტი) და 27.1%-ს გაუტოლდა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი 2012 წელს (9.8%) დაფიქსირდა.

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურება ბიუჯეტის შემოსავლებთან 9.6%-ს შეადგენს, ამ პერიოდში, აღნიშნული მაჩვენებელი არ აღემატება სსფ-ის მიერ დადგენილ მდგრადობის ზღვარს (35%).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე