სახელმწიფო ვალი პროცენტულად მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის მიმართ 38.7%-ს უტოლდება

საქართველო, თბილისი - 13:59 | 20.11.2015
ნანახია: 1502

2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი პროცენტულად მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებლის მიმართ 38.7%-ს უტოლდება. აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 5.4%-ით არის გაზრდილი, თუმცა სსფ-ის მიერ დადგენილ ზღვარს (50%) ჩამოუვარდება.

2015 წლის პირველ სამ კვარტალში, 2014 წელთან შედარებით, 7.4% პუნქტით არის გაზრდილი საგარეო ვალი პროცენტულად მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელთან, რაც აღნიშნულ პერიოდში საგარეო ვალის მაჩვენებლის (ლარში) ზრდით აიხსნება.

„ფისკალური მდგრადობის განსაზღვრისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღვრული პარამეტრია სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი პროცენტულად მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ). საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ დადგენილი აღნიშნული პარამეტრის მდგრადობის ზღვარი განვითარებადი ქვეყნებისთვის 50%-ია”, აცხადებენ PMC Group-ში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე