მალის დედაქალაქის სასტუმროში თავდამსხმელებმა 170 ადამიანი მძევლად აიყვანეს

საქართველო, თბილისი - 13:45 | 20.11.2015
ნანახია: 1932

მალის დედაქალაქ ბამაკოში სასტუმრო Radisson Hotel Bamako-ში ორმა შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლად 170 ადამიანი აიყვანა.

”მათ მძევლად 140 სტუმარი და ოტელის 30 თანამშრომელი აიყვანეს. სასტუმროში შესასვლელი ბლოკირებულია, ამიტომ შეუძლებელია შენობიდან გამოსვლა და შესვლა”, - განუცხადა NBC News-სს სასტუმროთა ქსელის პრეს-მდივანმა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სასტუმროში ”ალაჰ აკბარის” ყვირილით შეიჭრნენ.

სააგენტო ”როიტერის” ცნობით, სამართალდამცავებმა სასტუმროს ალყა შემოარტყეს. ამ, მომენტისთვის შენობაში სროლის ხმა ისმის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე