სახელმწიფომ „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ მიწის ნაკვეთი გადასცა
საქართველო, თბილისი - 12:30 | 20.11.2015 ნანახია: 1591„ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ თბილისში მიწის ნაკვეთი გადაეცა - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ 19 ნოემბრის სხდომაზე მიიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინიცირებით, თბილისში, დიდგორის ქ. N64-ში მდებარე 6493 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა „ბერი ანდრიას სახელობის ფონდს“ უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, 20 წლის ვადით, ქონების საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოყენების პირობით გადაეცა. ამ თემაზე დღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე სისაურმა ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, გადაცემული ქონების ბაზაზე ფონდი საქმიანობის მასშტაბის გაზრდას და მისი ზრუნვის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის უფრო სრულყოფილი გარემოს შექმნას გეგმავს.
„ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ დამფუძნებელმა, თინათინ ჩხვიმიანმა საკითხის ინიცირებისთვის დიმიტრი ქუმსიშვილს და სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები, რომლებიც ძირითადად რეგიონებიდან ჩამოდიან მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის, უფრო მეტად იქნებიან უზრუნველყოფილნი ახალი სახლით, რომელიც გადაცემულ ქონებაზე, სხვადასხვა შემოწირულობებით აშენდება. მისივე თქმით, ახალ სახლში ბავშვებისთვის იქნება გაცილებით უკეთესი პირობები, მათ სადღეღამისო რეჟიმში ადგილზე მოემსახურება ექიმი და შეიქმნება მზრუნველობის უფრო მეტი შესაძლებლობა იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც სიმსივნური დაავადების გამო განსაკუთრებული თანადგომა ესაჭიროებათ.
„ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ 2012 წელს დაარსდა და ადრეულ ასაკში სიმსივნით გარდაცვლილი ბერი ანდრიას (ნუგზარ მილორავა) სახელს ატარებს. ფონდის საქმიანობის ძირითადი მიმართულება სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვაა. ფონდი მის მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს საჭირო ინფორმაციის მიწოდებით, აქტიური მკურნალობით, რეაბილიტაციის პროცესში საჭირო საცხოვრებლის, გართობა-დასვენების, საკვებისა და გადაადგილების უზრუნველყოფით, სრულიად უანგაროდ ეხმარება. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ წარმომადგენლების ინფორმაციით, დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში ფონდმა შეძლო დახმარებოდა ასამდე ბავშვს და მათ ოჯახებს. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ აქტიური მხარდაჭერით რამდენიმე ბავშვის სამედიცინო კვლევა დაფინანსდა.
პოლიტიკა
- საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის შემდეგ გავიმეორებ, რომ "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - ჯო უილსონი
- მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი
- რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაითიშა, პრეზიდენტი მიმართვას ხვალ, სასახლიდან გაავრცელებს
- ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში - მართა კოსი
საზოგადოება
- კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის დაკავებას აპროტესტებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება" | "მედიის თავისუფლების კოალიცია"
- ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას! - PSP ჯგუფი
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
სამართალი
- "ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - საგამოძიებო
- თავისუფლების მოედანზე ზურაბ დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაკაავეს
- საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
- მანქანები, რომლებსაც წყალი დააცლევინეს, ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ - შსს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს