სპეცსამსახურები გერმანიის ხელისუფლებას მიგრანტების რადიკალიზაციის საშიშროებაზე აფრთხილებენ

საქართველო, თბილისი - 12:25 | 20.11.2015
ნანახია: 1674

გერმანიის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, სირიელი და ერაყელი მიგრანტების რადიკალიზაციის დიდი საშიშროება არსებობს.

ბი-ბი-სითვის მიცემულ ინტერვიუში გერმანიის კონტიტუციის დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ჰანს-გეორგ მასენმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, გერმანიაში მცხოვრები ისლამისტების მხრიდან ახალგაზრდა მიგრანტების გადაბირების მცდელობების შესახებ.

მან გერმანიის ხელისუფლებას მოუწოდა მიიღოს ზომები მიგრაციის რეგულირების შესახებ. წელს გერმანიაში ასობით ათასი მიგრანტი ჩავიდა, ძირითადად ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან.

მასენი ხელისუფლებას გერმანიაში ისლამისტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდაზე მანამდეც აფრთხილებდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე