ანკარის მახლობლად 100 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩინეს

საქართველო, თბილისი - 11:50 | 20.11.2015
ნანახია: 1665

ანკარის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა 100 კგ ნიტრომეთანი ამოიღეს, რომელიც ასაფეთქებელი მოწყობილობებისთვის გამოიყენება. თურქულ გამოცემა Aksam-ს პოლიციაში განუცხადეს, რომ ნივთიერება ქურთთა მუშათა პარტიას ეკუთვნოდა. დაკავებულია ერთ-ერთი ექსტრემისტი.

გაზეთის ინფორმაციით, ნიტრომეთანით სავსე ბალონები, ანკარიდან 80 კილომეტრის მოშორებით, მიწაში იყო ჩამარხული.

თურქული მედია უკვე იტყობინებოდა, რომ ”ისლამური დაჯგუფება” ანტალიაში 15-16 ნოემბერს G20-ის სამიტზე აფეთქებებს გეგმავდა. ამის შესახებ ცნობილი 10 ოქტომბერს ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამოძიებისას გახდა ცნობილი. ტერორისტები თავდასხმებს აპირებდნენ იმ სასტუმროებზე, სადაც სახელმწიფოების ლიდერები უნდა გაჩერებულიყვნენ. ასევე იგეგმებოდა აფეთქებები ანტალიის ტურისტულ კომპლექსებსა და ღამის კლუბებში.

ანკარაში 10 ოტქომბერს მომხდარ აფეთქებას 103 ადამიანი ემსხვერპლა. ტერაქტის ორგანიზატორი ”ისლამური სახელმწიფო” იყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე