აშშ-ში ტერაქტის საფრთხის გამო თვითმფრინავმა სასწრაფო დაშვება განახორციელა

საქართველო, თბილისი - 10:48 | 20.11.2015
ნანახია: 1820

აფეთქების საფრთხის გამო სასწრაფო დაშვება განახორციელა ფლორიდის შტატის ფორტ-ლოდერდეილის აეროპორტში ავიაკომპანია Spirit Airlines-ის თვითმფრინავმა А320-მა.

გამოცემა Miami Herald-ის ინფორმაციით, ბორტზე 92 მგზავრი იმყოფებოდა. თვითმფრინავი ფორტ-ლოდერდეილიდან მინეაპოლისში მიფრინავდა. ლაინერი მიწაზე აფრენიდან 15 წუთის შემდეგ დაეშვა.

საგანგებო სამსახურების წრმომადგენელთა თქმით, თვითმფრინავი უსაფრთო ადგილას იმყოფება, ჯერჯერობით ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა რა დადასტურებულა. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, მოსალოდნელი აფეთქების შესახებ ინფორმაცია ეკიპაჟს ერთ-ერთმა მგზავრმა მიაწოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე