”ისლამური სახელმწიფო” თეთრ სახლს აფეთქებით ემუქრება

საქართველო, თბილისი - 10:32 | 20.11.2015
ნანახია: 1754

”ისლამურმა სახელმწიფომ” გაავრცელა ვიდეო, სადაც თეთრი სახლს აფეთქებით ემურქება.

Fox News-ის ინფორმაციით კადრში ჩანს ორი მამაკაცი, რომლებიც აშშ-ს ემუქრებიან და ამბობენ, რომ ”საფრანგეთი პირველი იყო, შემდეგი ვაშინგტონი იქნება”.

როგორც Fox News-ი იუწყება, ეს უკვე მეორე მუქარისშემცველი ვიდეოა, რომელიც ბოლო 24 საათის განმავლობაში გავრცელდა. პირველ ვიდეორგოლში მოდელირებული იყო ნიუ-იორკზე შეტევა. ვიდეორგოლის ნამდვილობა დგინდება. სპეციალისტებს ეჭვი გაუჩინა იმ ფაქტმა, რომ კადრში არ ჩანს ძალადობის სცენები, რითიც გამოირჩეოდა ტერორისტების პირველი ვიდეოჩანაწერი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე