ლიბიის მოქალაქე ”ისლამური სახელმწიფოს” უკრაინული იარაღით მომარაგების ბრალდებით ქუვეითში დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:21 | 20.11.2015
ნანახია: 2038

ქუვეითში ლიბიის მოქალაქე უსამა ჰაიათი დააკავეს, რომელიც”ისლამური სახელმწიფოსთვის” უკრაინაში იარაღის შეძენაშია ეჭვმიტანილი. როგორც Associated Press-ი ქუვეითის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, უსამა ჰაიათი უკრაინაში იარაღს ყიდულობდა და თურქეთის გავლით სირიაში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს ამარაგებდა.

ხაიათმა ასევე აღიარა, რომ ”ისლამურ სახელმწიფოს” ეხმარებოდა მებრძოლების გადაბირებაში და აგროვებდა თანხას , რომელსაც თურქეთში საბანკო ანგარიშებზე რიცხავდა, რაზეც წვდომა ჰქონდა ”ისლამურ სახელმწიფოს”.

მანამდე ქუვეითის სამართალდამცავებმა დააკავეს სხვადასხვა ქვეყნის ექვსი მოქალაქე, რომლებიც ტერორისტებს იარაღითა და ფინანსებით ამარაგებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ხაიათი ამ დაჯგუფების ხელმძღვანელი იყო.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე