ბელგიურმა გაზეთმა სენ-დენის თვითმკვლელი-ტერორისტი ქალის ფოტო გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 15:51 | 19.11.2015
ნანახია: 1623

ბელგიურმა გაზეთმა La Dernière Heure-მა ტერორისტი ქალის ფოტოსურათი გამოაქვეყნა, რომელმაც პარიზის სენ-დენის რაიონში შტურმისას თავი აიფეთქა.

გამოცემის ინფორმაციით, თვითმკვლელი-ტერორისტი მაროკოელი წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე 26 წლის ჰასნა აითბულაჰენია. ის ბელგიის მოქალაქის ტერაქტების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი აბდელჰამიდ აბაუდის ბიძაშვილი იყო. აითბულაჰენი პარიზში დაიბადა და 2012 წლამდე სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, საფრანგეთის ტერორიმზის ისტორიაში აითბულაჰენი პირველი თვითმკვლელი ქალი გახდა.

სპეცოპერაცია სენ-დენში 18 ნოემბერს ჩატარდა. საცხოვრებელი სახლის შტურმის დროს აითბულაჰენმა თავი აიფეთქა. მოკლულია კიდევ ერთი ტერორისტი.

დაკავებულია 7 ტერორისტი, მათ აშორის აბაუდი არ აღმოჩნდა. სამართალდმაცავები ტერაქტების ორგანიზატორის ძებნას განაგრძობენ.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე