ინტერპოლმა ერაყსა და სირიაში მებრძოლი 5 800 უცხოელი ჯიხადისტის იდენტიფიკაცია მოახდინა

საქართველო, თბილისი - 15:33 | 19.11.2015
ნანახია: 1685

ინტერპოლმა 5 800 უცხოელი ჯიხადისტის იდენტიფიკაცია მოახდინა, რომლებიც რადიკალურ დაჯგუფებას ერაყსა და სირიაში შეუერთდნენ. როგორც ფრანგული მედია ინტერპოლის ხელმძღვანელზე იურგენ სტოკზე დაყრდნობით წერს, სამართალდამცავების მიერ ”ისლამური სახელმწიფოს” მხარეს მებრძოლი 50 ქვეყნის 5800 მოქალაქეა ამოცნობილი.

”ჯიხადისტების იდენტიფიკაციის დასადგენად შემდგომი მუშაობისთვის, აუცილებლია გაფართოვდეს დაინტერესებული ქვეყნების თანამშრომლობა”, - განაცხადა სტოკმა.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიასა და ერაყში ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლთა რიგებში 50 ქვეყნის 25 ათასი მოქალაქე იბრძვის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე