საფრანგეთი ტერორისტების მხრიდან ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს

საქართველო, თბილისი - 14:32 | 19.11.2015
ნანახია: 1918

ტერორისტების მხრიდან ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება. არსებობს რისკი იმისა, რომ ტერორისტები ტერაქტების დროს ამ იარაღს გამოიყენებენ. როგორც ”ფრანც პრესი” იტყობინება, ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა საფრანგეთის ეროვნული საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

”ჩვენ ვიცით და ყურადღებით ვეკიდებით იმას, რომ არსებობს ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების რისკი”, -განაცხადა ვალსმა.

სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ ქვეყანაში საგანგებო სიტაუაციის რეჟიმის ვადის სამ თვემდე გახანგრძლივებას.

მანამდე ვალსი აცხადებდა, რომ ტერორისტების მოქმედება პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგაც გაგრძელდება და მოსალოდნელია მათი გააქტიურება ევროკავშირის ტერიტორიაზე, მათ შორის საფრნგეთშიც.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე