პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია თანადაფინანსებით მოხდება

საქართველო, თბილისი - 12:55 | 19.11.2015
ნანახია: 1539

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში კერძო საკუთრებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია თანადაფინანსებით მოხდება.

პროგრამის მიხედვით, თანადაფინანსება იურიდიული პირებისათვის შეადგენს რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 60% (დღგ -ს ჩათვლით);

ხოლო, თანადაფინანსება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის შეადგენს      რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულების 80% (დღგ -ს ჩათვლით) და დამატებით გასხვლის შემდგომ პირველივე წელს შესატანი სასუქების ღირებულების 50% (დღგ -ს ჩათვლით);

ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - „ქართული ჩაი“, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად მოამზადა.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბალანსზე არსებული 7 ათას ჰექტრამდე ჩაის პლანტაციების ეტაპობრივი რეაბილიტაცია იგეგმება.

სახელმწიფო ასევე განახორციელებს ჩაის გადამამუშავებელი მცირე საწარმოების ხელშეწყობის პროგრამას და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, დაიგეგმება სერთიფიცირების პროგრამები და განხორციელდება ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომელიც საჭიროა პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტისთვის.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, პროგრამის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება.

 

 

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე