ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - „ქართული ჩაი“ ორ კომპონენტად დაიყოფა

საქართველო, თბილისი - 12:50 | 19.11.2015
ნანახია: 1581

ჩაის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - „ქართული ჩაი“ ორ კომპონენტად დაიყოფა. როგორც სახელმწიფო პროგრამაშია განმარტებული, პირველი კომპონენტი კერძო საკუთებაში არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნას ითვალისწინებს. ხოლო მეორე პროგრამა სახელმწიფოსგან იჯარით აღებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ჩაის პირველადი გადამამუშავებელი თანამედროვე საწარმოების შექმნას გულისხმობს.

პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება მხოლოდ იურიდიულ პირებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მონაწილეობს კოოპერატივი, მას უნდა გააჩნდეს სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი.

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება ერთ ჰა-ზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 2 500 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). იმ შემთხვევაში, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება 1 ჰა-ზე გადაანგარიშებით აღემატება         2 500 ლარს, თანადაფინანსების მოცულობის დადგენა განხორციელდება 2 500 ლარიდან გამომდინარე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე