ირაკლი ღარიბაშვილი: სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა ხელფასები, სრული სიცრუეა
საქართველო, თბილისი - 11:18 | 19.11.2015 ნანახია: 1635სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა ხელფასები, სრული სიცრუეა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაური მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელებს მოუწოდებს, დაინტერესების შემთხვევაში, თანამდებობრივი სარგოების შესახებ მედიასაშუალებებს ნებისმიერი ინფორმაცია მიაწოდონ.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთი მინისტრი პრემიას არ იღებს, ხოლო რაც შეეხება ხელფასების ზრდას, 113 მილიონი ლარით გაზრდილია ჯარისკაცების, 106 მილიონი ლარით - პოლიციელების ხელფასები, ასევე, პედაგოგების და ექიმების სრომის ანაზღაურება.
„მესმის იმ ადამიანების, რომლებიც ცდილობენ, მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ. არის განცდა, რომ მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები პრემიებს იღებენ. არც ერთი მინისტრი არ იღებს პრემიას, მინისტრის ხელფასი არის 5 ათასი ლარი და ეს ყველაფერი საჯაროა“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული პრაქტიკა, რომ თანამშრომელს ხელფასის სახით ეძლეოდა გარკვეული თანხა, რომელსაც უმატებდნენ დანამატს და პრემიას, თუმცა მთავრობამ პრემიის კომპონენტი დაარეგულირა, რათა პრემიების გაცემა ქაოტურად არ ხდებოდეს.
„ხდება დანამატის გაცემა - საუბარია საშუალოდ 300-400 ლარზე, საშუალო და ქვედა რგოლზე, ან დეპარტამენტის უფროსები იღებენ დანამატებს. ვინაიდან, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და რომელიც სახელფასო სისტემის მოწესრიგებას ითვალისწინებს, ამიტომ ამ ცუდი პრაქტიკით გრძელდება დღემდე ხელფასების გაცემა. ჩვენი ვარაუდით, 2017 წლისთვის მთელი სახელფასო სისტემა იქნება მოწესრიგებული, ხელფასს დაერქმევა ხელფასი, დანამატს - დანამატი და აღარ მოხდება დანამატების და პრემიების ქაოტურად გაცემა. მანამდე გვიწევს ასეთ რეჟიმში მუშაობა, თუმცა სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ მთავრობამ გაიზარდა ხელფასები, სრული სიცრუეა და უნდა ეყოთ ნამუსი, რომ ამ თემით სპეკულირება დაასრულონ. მოსახლეობა მიზანმიმართულად შეჰყავთ შეცდომაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდასთან დაკავშირებით დეტალური განმარტება მთავრობის სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა გააკეთა.
ნოდარ ხადურის ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტში 44 მილიონი ლარია სახანძრო-სამაშველო სამსახურების ბიუჯეტი, რომლებსაც 31 დეკემბრამდე იხდიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ხოლო 1-ლი იანვრიდან გადაიხდის შინაგან საქმეთა სამინისტრო;
„10 მილიონი ლარით გაზრდილია გამომძიებლების ხელფასები; სასამართლოებში, 21 მილიონი ლარით გაზრდილია როგორც მოსამართლეების, ისე სასამართლოს აპარატის თანამშრომლების ხელფასები; გარემოს დაცვის სამინისტროში, აღდგა ადრე გაუქმებული სამსახურები, რომლებიც იცავენ ბუნებას, ესენია - გარემოს ზედამხედველობის სამსახური, სამინისტროს დაუბრუნდა სატყეო სააგენტო, მხოლოდ აქ არის ზრდა, ხელფასების მატებას ადგილი არ ჰქონია; სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ევროკავშირთან აღებული ვალდებულების შესაბამისად, უნდა განახორციელოს სურსათის უვნებლობის ხარისხის კონტროლი, ეს სამსახურები ასევე გაუქმებული იყო და მათ აღდგენას მოჰყვა არითმეტიკული მატება; კულტურის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ხელფასები შემცირებულია, 14 ათასი ლარით. სამინისტროს სისტემაში არის 80-მდე სსიპ, რომლებიც ფინანსდებოდა სუბსიდიების მუხლიდან, რაც გასწორდა და ხელფასს დაერქვა ხელფასი, თანხა კი იგივე დარჩა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მინისტრის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს ხელფასები შემცირებულია 2 მლნ ლარით; ეკონომიკის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, შეიქმნა ინოვაციების და მეწარმეობის სააგენტოები და ზრდა არის ამ მიმართულებით; განათლების სამინისტროში ზრდა გამოწვეულია სსიპ-ებით.
მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასწავლებლების ხელფასიწელს ჯამში 25 მილიონით გაიზარდა, ხოლო მომავალ წელს დაახლოებით 45 მილიონი ლარით იზრდება;
„გაზრდილი აქვს შრომის ანაზღაურება საქართველოს პარლამენტს , მაგრამ ეს გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ პარლამენტის წევრებს უწევთ ბინების დაქირავება ქუთაისში, კანონის შესაბამისად კი ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ; სასჯელაღსრულების სამინისტროს ხელფასები გაზრდილია 2012 წლის სექტემბერში და თუ 2012 წელს ეს შეეხო 3-4 თვეს, წელს ეხება ყველა თვეს; აუდიტის სამსახურში 2012 წელს შრომის ანაზღაურება შეადგენდა 5,1 მლნ ლარს, მომავალ წელს იქნება 11,8 მილიონი ლარი; ადგილობრივ თვითმმართველობებში დაახლოებით 50 მლნ ლარით არის გაზრდილი შრომის ანაზღაურება ჯამში, მაგრამ ეს არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის 2012 წლის ნოემბრის განკარგულება, რომლის თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ზედა ზღვარი“, - განმარტა ფინანსთა მინისტრმა.
პოლიტიკა
- საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის შემდეგ გავიმეორებ, რომ "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - ჯო უილსონი
- მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი
- რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაითიშა, პრეზიდენტი მიმართვას ხვალ, სასახლიდან გაავრცელებს
- ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში - მართა კოსი
საზოგადოება
- კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის დაკავებას აპროტესტებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება" | "მედიის თავისუფლების კოალიცია"
- ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას! - PSP ჯგუფი
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
სამართალი
- "ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - საგამოძიებო
- თავისუფლების მოედანზე ზურაბ დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაკაავეს
- საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
- მანქანები, რომლებსაც წყალი დააცლევინეს, ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ - შსს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს