მიხეილ გიორგაძე კულტურის სამინისტროში სახელფასო დანამატების 1500 %-იან ზრდას არ ეთანხმება

საქართველო, თბილისი - 10:36 | 19.11.2015
ნანახია: 1498

კულტურის სამინისტროში სახელფასო დანამატების 1500 %-იან ზრდას არ ეთანხმება თავად კულტურის მინისტრი. მიხეილ გიორგაძე განმარტავს, რომ ხდება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.

„საქმე გვაქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან, იმიტომ რომ აბსოლიტურად არაადექვატური ანალიზი იყო გაკეთებული და სურათს, სიტუაციას წარმოადგენდა წარმოაჩენდა ეს ანალიზი იმგვარად, რომ თიტქოს შრომის ანაზღაურება გაიზარდა 1500 %-ით. თუ ეს მართალია მე დღეს 50 ათას ლარზე მეტი ხელფასი უნდა მქონდეს“, აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

მინისტრი სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას არჩევასაც აძლევს.

„მე ბატონი ლაშად ადგილზე, იმ თანამშრომლებს, რომელიც ასეთ ანგარიშს მომაწოდებდა, როგორც მინიმუმ გავათავისუფლებდი სამსახურიდან. სისხლის სამართლის საქმეს ვერ აღვუძრავ, მაგრამ ვფუიქრობ, რომ სირცხვილია ასეთი უწყების მიერ მსგავსი არაადექვატური განცხადების გაკეთება, აღნიშნა გიორგაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე