სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 9,5 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველო, თბილისი - 13:44 | 18.11.2015
ნანახია: 1611

18 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 9 500 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო ორმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 9 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 14.000 პროცენტით, მაქსიმალური 14.980 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 14.181 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 14.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე