აშშ: Air France-ის ორი თვითმფრინავი, ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის გამო სხვადასხვა აეროპორტში დაეშვა

საქართველო, თბილისი - 09:53 | 18.11.2015
ნანახია: 1688

ავიაკომპანია Air France-ის ორი თვითმფრინავი, რომლებიც რეისს აშშ-დან საფრანგეთში ასრულებდნენ, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ სხვა აეროპორტებში გაგზავნეს.

აშშ-ის ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი თვითმფრინავი, რომელიც ვაშინგტონიდან პარიზში მიფრინავდა, კანადის ქალაქ გალიფაკსში დაეშვა.

მეორე თვითმფრინავი კი, რომელიც რეისს ლოს-ანჟელესიდან პარიზის მიმართულებით ასრულებდა, სასწრაფოდ სოლტ-ლეიკ-სიტის აეროპორტში დაეშვა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში დაშვება წარმატებით დასრულდა, რის შემდეგაც მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. თვითმფრინავების შემოწმების შედეგები უცნობია.

13 ნოემბრის ღამეს პარიზში მომხდარ ტერატქების სერიას, რომელიც”ისლამური სახელმწიფოს” მიერ იყო ორგანიზებული, 129 ადამიანი ემსხვერპლა, 400-მდე კი დაშავდა.

მომხდარის შემდეგ რიგმა ქვეყნებმა აეროპორტებსა და სატრანსპორტო საშუალებებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე