პარიზში სროლის ხმა ისმის

საქართველო, თბილისი - 09:36 | 18.11.2015
ნანახია: 1726

ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზის ჩრდილოეთით სენ-დენის რაიონში სროლის ხმა ისმის.

პრესის თანახმად, სპეცოპერაცია ტერაქტებში მონაწილეების ძებნას უკავშირდება.

წინასწარი მონაცემებით, დაჭრილია ერთი პოლიციელი.

პარიზის პროკურატურა სპეცოპერაციის ფაქტს ადასტურებს, თუმცა სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

სენ-დენის რაიონში მდებარეობს სტად-დე-ფრანსის სტადიონი, რომელიც თვდასხმების ერთ-ერთ სამზინე გახდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოპერაციაში მოანაწილეობს სპეცრაზმი. ასევ ჩართულია ვერტმფრენიც.

შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს ტერატქების სერიას 129 ადამიანი ემსხვერპლა, 400-მდე კი დაშავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე