პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს განაგრძობს
საქართველო, თბილისი - 16:22 | 17.11.2015 ნანახია: 1570პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესს განაგრძობს, რადგან ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის შესარჩევად კონსულტაციებისათვის უკვე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, დღეს კი შეხვედრა ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან გაიმართა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სურვილია, რომ გაიზიაროს ექსპერტთა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები და ეროვნული ბანკის საბჭოს კანდიდატი ერთპიროვნულად არ დაასახელოს.
„დღეს ექსპერტებთან შევიკრიბეთ სწორედ იმ კრიტერიუმებზე სასაუბროდ, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი.
ექსპერტებთან შევთანხმდით, რომ დაახლოებით, ორ კვირაში, ისინი დაასახელებენ კონკრეტულ კანდიდატურებს და დეკემბრის დასაწყისში გადავალთ კანდიდატურების შესახებ მსჯელობაზე.
ვფიქრობთ, რომ უკვე იანვრის პირველ ნახევარში პრეზიდენტი დაასახელებს გიორგი ქადაგიძის ადგილმონაცვლის კანდიდატურას ეროვნული ბანკის საბჭოში. ისევე როგორც ეს მოხდა გასულ წელს, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთან - ყაველაშვილთან მიმართებაში.
მნიშვნელოვანია, რომ მომავალი კანდიდატი იყოს პროფესიონალი - ეკონომიკისა და ფინანსების მიმართულებით, ჰქონდეს ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება, კარგად აცნობიერებდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის და მისი სიძლიერის მნიშვნელობას, ამავდროულად იყოს აბსოლუტურად თავისუფალი და არ ჩნდებოდეს არანაირი კითხვის ნიშნები პოლიტიკურ გავლენებთან მიმართებაში“, -აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
პოლიტიკა
- საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნის გაცნობის შემდეგ გავიმეორებ, რომ "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია - ჯო უილსონი
- მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები - სალომე ზურაბიშვილი
- რუსთაველის გამზირზე სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაითიშა, პრეზიდენტი მიმართვას ხვალ, სასახლიდან გაავრცელებს
- ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს სერიოზულ ხარვეზებს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში - მართა კოსი
საზოგადოება
- კანცელარიასთან მედიის წარმომადგენლები მზია ამაღლობელის დაკავებას აპროტესტებენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
- "მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება" | "მედიის თავისუფლების კოალიცია"
- ვგმობთ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში განხორციელებულ ძალადობას! - PSP ჯგუფი
- 2 დეკემბერს გამართული აქციის დროს დაშავებულ 26 პირს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია - ჯანდაცვის სამინისტრო
სამართალი
- "ტვ პირველის" თანამშრომლებზე თავდასხმის საქმეზე ერთი პირის სახლში ჩხრეკა ჩატარდა - საგამოძიებო
- თავისუფლების მოედანზე ზურაბ დათუნაშვილი და ალეკო ელისაშვილი დაკაავეს
- საპოლიციო ძალებმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო
- მანქანები, რომლებსაც წყალი დააცლევინეს, ხანძრის ჩასაქრობად მიდიოდნენ - შსს
მსოფლიო
- დონალდ ტრამპი პარიზში, ნოტრ-დამის გახსნას დაესწრება
- ჯონ კირბი ადასტურებს, რომ უკრაინამ მიიღო ნებართვა, შორ მანძილზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს
- ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს და აძლევს გარანტიას, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს
- ვერ ვხედავთ ნიშანს, რომ რუსეთი ემზადება უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად - პენტაგონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერულ კომპანიას LIEBHERR-ის ყველაზე დიდი სამთო საკარიერო ბულდოზერები გადასცა
- 40%-იანი ქეშბექი – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday-ს კვირეული დაიწყო
- CX60 და CX90 - „მაზდა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებელს უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს
- არ მოატყუო ზამთარი და შეცვალე ანტიფრიზი - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს