პაკისტანში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 15:08 | 17.11.2015
ნანახია: 1879

პაკისტანში ბელუჯისტანის პროვინციაში სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა. გამოცემა DAWN-ის მონაცემებით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით ”ჯაფარ ექსპრესის” მატარებლის ოთხი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ინციდენტი მატარებლის სამუხრუჭე სისტემის გაუმართაობამ გამოიწვია.

დაღუპულები და დაშავებულები ქალაქ ქვეთას საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენებიც მონაწილეობენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე