А321-ის აფეთქებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებისთვის რუსეთი ჯილდოდ 50 მლნ დოლარს აწესებს

საქართველო, თბილისი - 14:20 | 17.11.2015
ნანახია: 1692

რუსეთი А321-ის აფეთქებასთან კავშირში მყოფი პირების შესახებ ინფორმაციისთვის 50 მლნ დოლარით დაჯილდოვების პირობას დებს.

”მათ, ვინც ინფორმაცას მოგვაწვდის, რომელიც დამნაშავეების დაკავებაში დაგვეხმარება, 50 მლნ დოლარის ჯილდოს მიიღებს”, -ნათქვამია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.

სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრაზე თვითმფრინავის ბორტზე მომხდარი ტერაქტი დაადასტურა.

”ჩვენი სპეციალისტების შეფასებით, თვითმფრინავში ამოქმედდა 1 კგ-მდე ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის შედეგადაც თვითმფრინავი ჰაერში ნაწილებად დაიშალა”, - განაცხადა ბორტნიკოვმა.

ავიაკომპანია ”კოგალიმავიას” თვითმფრინავმა А321-მა, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, სინაის ნახევარკუნძულზე კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 224 მგზავრიდან არავინ გადარჩენილა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე