"შეხვედრაზე მოვთხოვე ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო გაერთიანებასთან ითანამშრომლოს,"- დევიდ ქემერონი

საქართველო, თბილისი - 18:27 | 16.11.2015
ნანახია: 1661

 "შეხვედრაზე მოვთხოვე ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო გაერთიანებასთან ითანამშრომლოს,"- ეს განცხადება ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა დევიდ ქემერონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს შორის დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართა. 

"დღევანდელ შეხვედრაზე მოვთხოვე ვლადიმერ პუტინს საერთაშორისო გაერთიანებასთან ითანამშრომლოს და მხარი დაუჭიროს სირიაში გარდამავალ პროცესებს პრეზიდენტ ასადის მონაწილეობის გარეშე. არსებობს ნიშნები, რომ რუსეთიც ფოკუსირებულია ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაზე, მაგრამ უფრო მეტი გვინდა ვნახოთ. უნდა გამოვნახოთ გზა საერთო მიზნის მისაღებად. ეს არის ბოროტების კულტის აისისის განადგურება,"- განაცხადა დევიდ ქემერონმა.

დიდი ოცეულის სამიტი დღეს წუთიერი დუმილით დაიწყო. დამსწრე საზოგადოებამ ამ ფორმით პატივი მიაგო პარიზის ტერაქტების დროს დაღუპულ მოქალაქეებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე