მედია პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი სალეჰ აბდესლამის დაკავების შესახებ იტყობინება

საქართველო, თბილისი - 15:29 | 16.11.2015
ნანახია: 1924

ბელგიელმა პოლიციელებმა პარიზის ტერაქტში ეჭვმიტანილი სალეჰ აბდესლამი დააკავეს. ამის შესახებ ტელეკომპანია RTL-ი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მოლენბეკ-სენ-ჟანში საცხოვრებელ სახლში აიყვანეს. დაკავებისას სამართალდამცავებმა აბდესლამის ნეიტრალიზაციისათვის გაზი გამოიყენეს.

ამავე დროს Reuters-ი ბელგიურ ტელეკომპანია RTBF-ზე დაყრდნობით ამ ინფორმაციას უარყოფს.

აღნიშნულია, რომ მოლენბეკში სპეცოპერაცია 16 ნოემბერს დილით დაიწყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე